SATURDAY // DECEMBER 23

Unbalance – Aleksandr Matlakhov-ის ტექნო პროექტი, რომელმაც ელექტრონული მუსიკის რუსულ სცენაზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მოიპოვა აღიარება. Ubalance-ის მთავარ პლატფორმად დღემდე რჩება ამავე დასახელების 2011 წელს დაარსებული ლეიბლი, რომელზეც ამ დრომდე 9 რელიზი გამოსცა. მის კარიერაში მთავარი მიღწევა 2017 წელს Arts Collective-ზე გამოცემული სოლო EP-ია.

residentadvisor.net/dj/unbalance
soundcloud.com/unbalance

George effeIN-ის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი, ბაქოს ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო და პირველი ნამუშევარი 2012 წელს გამოაქვეყნა. მისი მუსიკა ღრმა, ატმოსფერული და ჰიპნოტური ხასიათისაა.

residentadvisor.net/dj/georgeeffe
soundcloud.com/george-effe

Ayaz – ბაქოელი დიჯეი, რომელიც ამჟამად როტერდამში ცხოვრობს, სადაც პირველად დაუკავშირდა ელექტრონულ მუსიკას. John Rory-ს სახელით ხშირად უკრავს როტერდამის კარგად ნაცნობ TOFFLER, MONO-სა და Operator-ში.

residentadvisor.net/dj/ayaz
soundcloud.com/ayazcreation

IN – “ქალაქის განვითარება ელექტრონული მუსიკის სცენის მეშვეობით, ეს იყო და ახლაც არის ჩვენი სლოგანი.”

IN ალტერნატიული გართობის პირველი მცდელობაა, რამაც უამრავი სტერეოტიპი დაამსხვრია.

კლუბი IN პირველად 2015 წლის 3 მარტს ბაქოში გაიხსნა და 50 ადამიანზე იყო გათვლილი. მრავალი საჩივრის გამო კლუბმა მხოლოდ 1 კვირა იმუშავა, რის შემდეგაც მისი დახურვა მოუწიათ.

ამის შემდეგ კლუბი IN კიდევ რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა, თუმცა უკვე 200-350 ადამიანზე იყო გათვლილი. პერიოდულად IN ივენთების სერიასაც ატარებდა სხვადასხვა კლუბში.

“ჩვენთვის IN არის მოძრაობა და კლუბი, სადაც შეგვიძლია ჩვენნაირი ადამიანები შემოვიკრიბოთ”

I Pre-sale: 15 GEL
II Pre-sale: 20 GEL
Door: 25 GEL